
ᲐᲚᲔᲠᲒᲘᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲘᲡ ᲒᲖᲔᲑᲘ
5 Apr 2025
ალერგია იმუნური სისტემის გადაჭარბებული რეაქციაა ადამიანთა უმრავლესობისთვის, ჩვეულებრივ, უვნებელ ნივთიერებებზე, როგორიცაა მტვერი, ცხოველების ბეწვი, საკვები, მედიკამენტები, მცენარეების მტვერი და სხვა.
ალერგია შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარით, თვალების სიწითლით, ცხვირის გაჭედვით, სურდოთი, ქავილით, ცრემლდენით, ცემინებით და სუნთქვის გაძნელებით.
ალერგია შეიძლება დაიწყოს როგორც ადრეულ ასაკში, ისე ზრდასრულებშიც.
ინტენსივობის მიხედვით ალერგია შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო სიმძიმის, მძიმე - სიცოცხლისთვის საშიშიც კი.
ალერგიის ყველაზე გავრცელებული ტიპები:
- რესპირატორული ალერგია: გამოწვეული მტვრის, ცხოველების ბეწვის, ყვავილების მტვრის და სხვა ჰაერში არსებული ალერგენებისგან.
- კვებითი ალერგია: გამოწვეულია კვებითი ალერგენებით, როგორიცაა თხილი, რძე, კვერცხი, შოკოლადი, მარწყვი, ზღვის პროდუქტები და სხვა.
- კონტაქტური ალერგია - გამოწვეული კანის კონტაქტით ალერგენებთან, მაგალითად ნიკელთან, ლატექსთან, საყოფაცხოვრებო ქიმიასთან, ზოგიერთ კოსმეტიკურ პროდუქტთან და სხვა.
- ინსექტური ალერგია - გამოწვეული სხვადასხვა მწერის ნაკბენით,
ალერგია შეიძლება გამოვლინდეს მწვავედ, ან შესაძლოა ჰქონდეს ქრონიკული მიმდინარეობა.
ალერგიის მართვა: ალერგიის სიმპტომების გამოვლენისთანავე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
დაავადების მართვის ყველაზე ეფექტური გზაა ალერგენებთან კონტაქტის თავიდან აცილება. ამისთვის სასურველია ზუსტად განისაზღვროს, კონკრეტულად რაზე აღინიშნება ალერგია. (ალერგიული სინჯები, სისხლში ანტისხეულები).
ზოგჯერ ინიშნება იმუნოთერაპია - ალერგენების მცირე დოზების რეგულარული შეყვანა ორგანიზმში, რათა იმუნური სისტემა შეეგუოს მათ.
ალერგიული სიმპტომების სამკურნალოდ გამოიყენება ანტიჰისტამინური მედიკამენტები. მათი მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ჰისტამინის ბლოკირებას — სწორედ იმ ნივთიერების, რომელიც იწვევეს ორგანიზმში ალერგიულ რეაქციებს.
ალერგიული გამოვლინების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ასევე შეიძლება დაინიშნოს სხვა ჯგუფის მედიკამენტებიც - კორტიკოსტეროიდები, დეკონგესტანტები (ცხვირის გამხსნელები) და სხვა.
სუპრასტინი ბლოკავს ჰისტამინის H1 რეცეპტორებს, ხელს უშლის ჰისტამინის მავნე ზემოქმედებას და ამ გზით თანდათან ამცირებს და ბოლოს სრულიად აქრობს ალერგიული სიმპტომების უმრავლესობას.
სწრაფი მოქმედება: ანტიჰისტამინური მედიკამენტის მოქმედების სისწრაფე ძალიან მნიშვნელოვანია ალერგიის მართვისას. სუპრასტინის მოქმედება იწყება მიღებიდან 15-30 წუთში, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ანტიჰისტამინურ მედიკამენტად აქცევს.
**მაღალი ეფექტურობა: ** სუპრასტინი გამოირჩევა ძლიერი და მაღალეფექტური მოქმედებით სხვადასხვა ტიპის ალერგიების დროს, როგორიცაა ჭინჭრის ციება, ალერგიული რინიტი, კონიუქტივიტი და სხვა.
ხანგრძლივი გამოცდილება: სუპრასტინი წლებით გამოცდილი მედიკამენტია. ის კარგად შესწავლილი მოლეკულაა და მასზე ჩატარებულია მრავალი კლინიკური კვლევა.
რა შემთხვევაში გამოვიყენოთ სუპრასტინი? სუპრასტინი ურეცეპტოდ გაიცემა აფთიაქებში და მისი გამოყენების ჩვენებებია:
- ჭინჭრის ციება
- სეზონური ალერგიული რინიტი
- კონტაქტური დერმატიტი
- ალერგიული კონიუნქტივიტი
- ალერგია საკვების და წამლის მიმართ
- ალერგიული რეაქციები მწერის ნაკბენზე
- ქავილი
რადგან თანამედროვე ცხოვრების პირობებში არასდროს ვართ დაზღვეული ალერგიის უცაბედი შემოტევისგან, საოჯახო აფთიაქში და მგზავრობისას მუდამ თან იქონიეთ სუპრასტინი - გამოცდილი და სანდო მოკავშირე ალერგიასთან ბრძოლაში.