ალერგიული რინიტის გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები

ᲐᲚᲔᲠᲒᲘᲣᲚᲘ ᲠᲘᲜᲘᲢᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲛᲬᲕᲔᲕᲘ ᲛᲘᲖᲔᲖᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲛᲙᲣᲠᲜᲐᲚᲝᲑᲘᲡ ᲛᲔᲗᲝᲓᲔᲑᲘ

11 Jun 2025

ალერგიული რინიტი მრავალი ადამიანისთვის დიდი გამოწვევაა - ის ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დავადებაა, რომელიც გვხვდება ბავშვებშიც და მოზრდილებშიც.

მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 10-30%-ს აწუხებს ეს მდგომარეობა. ბოლო ათწლეულები მისი გავრცელება მზარდია, როგორც ურბანულ გარემოში, სადაც მაღალია გარემოს დაბინძურება სხვადასხვა ქიმიკატით, თუ მტვრის ნაწილაკით, ისე სოფლად - სადაც სეზონურად მრავალი მცენარე ყვავის.

თუმცა, მიუხედავად მისი მაღალი გავრცელებისა და გავლენისა ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, ალერგიული რინტი ხშირად რჩება დაუდგენლად და არასათანდოდ ნამკურნალებად.

ალერგიული რინიტი არის ცხვირის შიდა ღრუების ლორწოვანი ქსოვილის ანთება, რომელიც გამოწვეულია ალერგიული ფაქტორით. ის იმუნური სისტემის ჰიპერრეაქციაა ალეგენებზე - ნივთიერებებზე, რომლებიც ადამიანთა უმეტესობისთვის უვნებელია, თუმცა, ალერგიული ადამიანებისთვის გამაღიზიანებელია.

ალერგიული რინიტის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული ალერგენებია:

  • მტვრის ტკიპები;

  • მცენარის მტვერი;

  • სოკოს სპორები, განსაკუთრებით ობის;

  • ცხოველების ბეწვი და თმა;

  • მუხის, არყის, ბალახის და სხვა მცენარეების მტვერი;

  • ქიმიური ნივთიერებები, სუნამოები, კოსმეტიკა და სხვა.

ალერგიული რინიტის სახეები:

განასხვავებენ სეზონურ და მუდმივ ალერგიული რინიტს.

სეზონური ალერგიული რინიტი, იგივე თივის ცხელება - იწვევს ქარით დამტვერილი მცენარეთა მტვერი და ვლინდება სეზონურად - ძირითადადა გაზაფხულზე და ზაფულში.

მუდმივი ალერგიული რინიტი - გამოწვეულია ყოველდღიური ალერგენებით, როგორიცაა მტვრის ტკიპა, შინაური ცხოველების ბეწვი, ობი და სოკოები და მთელი წლის განმავლობაში ნარჩუნდება.

ქარხნებში ან სხვადასხვა ინდუსტრიებში მომუშავე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ალერგიული რინიტის განვითარების გარკვეული რისკი, გამოწვეული შესუნთქული მტვრის, ორთქლის და სხვა მიკრონაწილაკებისგან. მაგალითად, არსებობს ალერგია ფქვილზე, ბუმბულზე, ლატექსზე ან მედიკამენტებზე. ალერგიული რინიტის ეს ტიპი პროფესიულად ითვლება.

ალერგიული რინიტის ძირითადი სიმპტომებია:

  • სურდო - უხვი, წყლისებური გამონადენით და ცხვრის გაჭედილობა;

  • შეტევითი ხასიათის ცემინება;

  • ცხვირის, თვალების, ყელის ქავილი;

  • თვალების სიწითლე, უცხო სხეულის შეგრძნება და ცრემლდენა;

  • თავის ტკივილი და დაღლილობა;

  • დაქვეითებული ყნოსვა;

  • ზოგჯერ - მშრალი, სპაზმური ხველა და ყელის ტკივილი.

ეს სიმპტომები შეიძლება თან დაერთოს ერთმანეთს და ძლიერი ზეგავლენა მოახდინოს ცხოვრების ხარისხზე და ზოგად განწყობაზე.

გამომწვევი მექნიზმი:

როდესაც ალერგიული ადამიანი ალერგენს შეისუნთქავს, ორგანიზმი შეცდომით აღიქვამს მას საშიშროებად. ამ დროს იმუნური სისტემა გამოყოფს ანთების მედიატორებს - მათ შორის, ჰისტამინს , რომლებიც იწვევენ ანთებას, ექსუდაციას და შედეგად - შეშუპებას; ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებას - ქავილს და ტკივილს, ბრონქოსპაზმს და სხვა სიმპტომებს.

დიაგნოსტიკა:

ალერგიული რინიტის დიაგნოსტიკა კომპლექსურია და მოიცავს:

  • ავადმყოფობის ისტორიის შეგროვებას - უნდა გაირკვეს სიმპტომების ხანგრძლივობა, სეზონურობა და გამომწვევი ფაქტორები;

  • ფიზიკურ გასინჯვას;

  • კანის ტესტები (prick-test) - ცხვირში შეჰყავთ მცირე რაოდენობით შესაძლო ალერგენები და აკვირდებიან კანის რეაქციას 15-20 წუთის განმავლობაში;

  • სისხლის ანალიზი IgE ანტისხეულებზე - რომელიც ალერგიული რეაქციის არსებობაზე მიუთითებს;

  • ზოგჯერ საჭირო ხდება რინოსკოპია, ან პარანასალური სინუსების რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რათა გამოირიცხოს სხვა დაავადებები.

დიფერენციალური დიაგნოზი:

ქრონიკული ალერგიული რინიტი უნდა განვასხვავოთ ვაზომოტორული რინიტისგან, რადგან ამ პათოლოგიების კლინიკური გამოვლინებები მსგავსია. ასევე, აუცილებელია ალერგიით გამოწვეული რინიტის დიფერენცირება ზედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებებისაგან და ანატომიური დეფექტებით, ან ვაზოკონსტრიქტორული პრეპარატების (ცხვირის სპრეების) ხანგრძლივი გამოყენებით გამოწვეული პათოლოგიებისგან.

პროფილაქტიკა:

ალერგიული რინიტის ყველაზე ეფექტური პროფილაქტიკური ღონისძიებაა ალერგიის ძირითადი წყაროს აღმოფხვრა:

  • სახლის რეგულარული დალაგება;

  • ჰაერის ფილტრების გამოყენება;

  • ცხოველებთან კონტაქტის შეზღუდვა;

  • საწოლში მტვრის საწინააღმდეგო ტექსტილის გამოყენება;

  • სეზონზე მტვრიან ამინდში ფანჯრების დახურვა;

  • გარეთ ყოფნის შემდეგ ტანსაცმლის გამოცვლა და შხაპის მიღება;

  • სეზონურად სათვალის და პირბადის ტარება.

მედიკამენტოზური თერაპია:

ალერგიული რინიტის სამკურნალოდ გამოიყენება:

  • ანტიჰისტამინური საშუალებები, რომლებიც ეფექტურად ამცირებენ ქავილს, სურდოს და ცემინებას.

  • ლოკალური კორტიკოსტეროიდები - ცხვირის სპრეები - ეფექტურია ანთების წინააღმდეგ.

  • დეკონგენსტანტები - ცხვირის სპრეები, ან ტაბლეტები ხანმოკლე გამოყენებისთვის.

  • ლეიკოტრიენის რეცეპტორების ანტაგონისტები - ზოგ შემთხვევაში დამატებითი ეფექტისთვის.

სპეციფიკური იმუნოთერაპია (SIT) - ეს მეთოდი გულისხმობს პაციენტის ორგანიზმის „მიჩვევას“ ალერგენის მცირე დოზებისთვის დროთა განმავლობაში. ეფექტურია განსაკუთრებით სეზონური ალერგიული რინიტის დროს და შეუძლია სიმპტომების მკვეთრი შემცირება, ან სრული გაქრობა.

არანამკურნალები ალერგიული რინიტი შეიძლება გადაიზარდოს ბრონქულ ასთმაში, სინუსიტში, შუა ყურის ანთებაში - განსაკუთრებით, ბავშვებში.

ალერგიული რინიტი ბავშვებში:

ალერგიული რინიტის და გაციების სიმპტომების გარჩევა განსაკუთრებით რთულია მცირე ასაკის ბავშვებში. ბავშვებში იმატებს გაღიზიანება, ჭირვეულობა, უჭირთ ცხვირით სუნთქვა და ჩაძინება. შეიძლება გართულდეს ასთმით ან შუა ყურის ანთებით. ამიტომ, ბავშვებში ძალიან მნიშვნელოვანია მისი ადრეული დიაგნოსტიკა და სწორი მართვა.

ალერგიული რინიტის მკურნალობისას ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ანტიჰისტამინური მედიკამენტია სუპრასტინი. ის გამოცდილი და სანდო მოკავშირეა ალერგიასთან ბრძოლაში.

სუპრასტინი ბლოკავს ჰისტამინის H1 რეცეპტორებს, თანდათან ამცირებს და მალევე სრულიად აქრობს ალერგიული რინიტის სიმპტომებს.

სუპრასტინს გამოარჩევს:

სწრაფი მოქმედება:

შეუპოვარი სურდო, ცხვირის და თვალების ქავილი, ცრემლდენა და ცემინება ძალიან შემაწუხებელი სიმპტომებია. ისინი მნიშვნელოვნად აქვეითებენ ცხოვრების ხარისხს და შრომისუნარიანობას. ასეთ დროს ანტიჰისტამინური მედიკამენტის მოქმედების სისწრაფე ძალიან მნიშვნელოვანია. სუპრასტინის მოქმედება იწყება მიღებიდან 15-30 წუთში, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ანტიჰისტამინურ მედიკამენტად აქცევს.

ლორწოვანი გარსების გამოშრობა:

სუპრასტინის ერთ-ერთი ეფექტი გამოიხატება ლორწოვანი გარსის გამოშრობაში, ის ძალიან კარგად უმკლავდება ალერგიულ სურდოს.

შესაძლებელია გამოყენება მცირე ასაკიდან - სუპრასტინის გამოყენება დაშვებულია ბავშვებში 1 თვის ასაკიდან.

ხანგრძლივი გამოცდილება:

სუპრასტინი წლებით და პრაქტიკით გამოცდილი მედიკამენტია. ის კარგად შესწავლილი მოლეკულაა და მასზე ჩატარებულია მრავალი კლინიკური კვლევა.

კიდევ რა შემთხვევაში გამოიყენება სუპრასტინი?

სუპრასტინი ურეცეპტოდ გაიცემა აფთიაქებში და მისი გამოყენების ჩვენებებია:

  • ჭინჭრის ციება;

  • სეზონური ალერგიული რინიტი;

  • კონტაქტური დერმატიტი;

  • ალერგიული კონიუნქტივიტი;

  • ალერგია საკვების და წამლის მიმართ;

  • ალერგიული რეაქციები მწერის ნაკბენზე;

  • ქავილი.

სუპრასტინის მძლავრი და ეფექტური მოქმედება უზრუნველყოფს სიმპტომების სწრაფ შემსუბუქებას და კომფორტის დაბრუნებას.

ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ქრონიკული გართულებების პრევენცია და სიმპტომების კონტროლი - ეს ყველაფერი რეალურია დროული და სწორი მიდგომის შემთხვევაში.