ინტერვიუ ქეთევან ომიაძესთან

ᲘᲜᲢᲔᲠᲕᲘᲣ ᲥᲔᲗᲔᲕᲐᲜ ᲝᲛᲘᲐᲫᲔᲡᲗᲐᲜ

10 Jul 2025

როგორ მოვიქცეთ კანზე ალერგიული გამონაყარის გაჩენის შემთხვევაში?

ალერგია აქტუალური პრობლემაა მრავალი ადამიანისათვის. ალერგიის სხვადასხვა ფორმა არსებობს - ის შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარით, კანის ქავილით, თვალების სიწითლით, ცხვირის გაჭედვით, სურდოთი, ცრემლდენით, ცემინებით, სუნთქვის გაძნელებით და სხვა სიმპტომებით.

თოდუას კლინიკის ალერგოლოგ-იმუნოლოგთან, მედიცინის დოქტორ ქეთევან ომიაძესთან ერთად განვიხილავთ კანზე ალერგიული გამონაყარის გაჩენის მიზეზებს და მკურნალობის გზებს.

ქალბატონო ქეთევან, ალერგიული ადამიანისთვის ძალიან შემაწუხებელი სიმპტომია ქავილი. რატომ გვექავება და რა არის ქავილისგან გათავისუფლების გზა?

კანზე გამონაყარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ალერგიული რეაქციაა. კანისმიერი ალერგია შეიძლება გამოვლინდეს ჭინჭრის ციებით, ატოპიური დერმატიტით, კონტაქტური ალერგიული დერმატიტით, ან ანგიონევროზული შეშუპებით.

სტატისტიკურად, ცხოვრების განმავლობაში, ადამიანების დაახლოებით 20%-ს ერთხელ მაინც განვითარებია ჭინჭრის ციება. ის მოულოდნელად ჩნდება და იწვევს ქავილს, დისკომფორტს, გაღიზიანებას და ხშირად — შეშფოთებას. ეს მდგომარეობა შეიძლება იყოს დროებითი, გაგრძელდეს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე, ან გადაიზარდოს ქრონიკულ ფორმაში და გაგრძელდეს კვირები, თვეები ან წლებიც კი. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს - ალერგიული გამონაყარი შეიძლება განვითარდეს როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულ ადამიანებში. ბავშვებში ჭინჭრის ციება უფრო ხშირადაა გამოწვეული ვირუსული ინფექციებით, ვიდრე მოზრდილებში.

როგორ გამონაყარს უწოდებენ ჭინჭრის ციებას?

ჭინჭრის ციება კანის ზედაპირზე მკვეთრად შემოსაზღვრული, წამოწეული, ქავილით მიმდინარე გამონაყარია, რომელიც გარეგნულად ჰგავს ჭინჭრისგან ნასუსხს — აქედანაა მისი სახელწოდებაც. გამონაყარი შეიძლება გაჩნდეს კანის ნებისმიერ არეში.

ჭინჭრის ციება შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა სახის ალერგენის ზემოქმედების შედეგად. ალერგენთან კონტაქტის შემდეგ სიმპტომები, როგორც წესი, უეცრად ჩნდება და მოიცავს:

  • კანზე წითელი, სხვადასხვა ზომის წამოწეული ლაქების გაჩენას, რომლებიც ზოგჯერ ერთმანეთს ერწყმიან და ადგილს იცვლიან; ძლიერ ქავილს;

  • ზოგჯერ — წვის შეგრძნებას, ან დაჭიმულობას;

  • მძიმე შემთხვევებში კანზე გამონაყარს შეიძლება თან ახლდეს სახის, ტუჩების, ქუთუთოების, ან ენის შეშუპება, რაც უკვე ანგიოედემის (კვენკეს შეშუპება) ნიშანია და საჭიროებს დაუყოვნებელ სამედიცინო ჩარევას.

ძირითადად რა იწვევს ჭინჭრის ციებას?

ჭინჭრის ციების გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია, თუმცა, ხშირ შემთხვევაში კონკრეტული გამომწვევის დადგენა რთულიც კია. ყველაზე ხშირი ფაქტორებია:

  • საკვები ალერგენები — თხილეული, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, რძე, ხილი და სხვა. წამლები — ანტიბიოტიკები, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;

  • მწერის ნაკბენი;

  • ინფექციები — ვირუსული,ბაქტერიული, პარაზიტული;

  • სითბო, სიცივე, მზის სხივები, წყალი (ფიზიკური ურტიკარია);

  • ემოციური სტრესი;

  • ფიზიკური დატვირთვა;

  • სინთეტიკური, ან შალის სამოსი;

  • მექანიკური ზეწოლა კანზე (დერმოგრაფიზმი).

როგორ ხდება ჭინჭრის ციების დიაგნოსტიკა და მკურნალობა? რას ურჩევთ ალერგიულ ადამიანებს?

ჭინჭრის ციების დიაგნოსტიკა ეფუძნება ექიმის მიერ ფიზიკურ დათვალიერებას და კლინიკური გამოვლინებების შეფასებას და საჭიროებისამებრ, დამატებით გამოკვლევებს, რომლებიც მიზნად ისახავს გამომწვევის იდენტიფიკაციას.

  • დავადების პროფილაქტიკის და მკურნალობის ძირითადი პრინციპებია: ალერგენთან კონტაქტის თავიდან აცილება (თუ ეს ცნობილი და იდენტიფიცირებულია);

  • ინფექციური პროცესის არსებობის შემთხვევაში - მისი მართვა;

  • ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება;

  • მძიმე შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს კორტიკოსტეროიდების, ან ადრენალინის გამოყენება;

  • ქრონიკულ შემთხვევებში საჭიროა გრძელვადიანი მართვა.

  • ჭინჭრის ციების მკურნალობისას ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა პირველი თაობის ანტიჰისტამინური მედიკამენტი - სუპრასტინი.

  • უკვე წლებია, სუპრასტინს წარმატებით ვიყენებ ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ, მათ შორის, ჭინჭრის ციების დროს.

სუპრასტინი სწრაფად, მძლავრად და ეფექტურად ბლოკავს ჰისტამინის მოქმედებას, რომელიც იწვევს ალერგიის სიმპტომებს, აქრობს გაღიზიანებას, ამცირებს გამონაყარს და აბრუნებს ცხოვრების ჩვეულ ხარისხს.

  • მოქმედება იწყება ძალიან სწრაფად - 15-30 წუთში — სწრაფ შვებას იძლევა ქავილსა და გამონაყარზე;

  • აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, რაც გვეხმარება ღამის საათებში ქავილით გამოწვეული უძილობის დროს;

  • მისი გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში 1 თვის ასაკიდან - სუპრასტინი არის პრეპარატი მთელი ოჯახისთვის;

  • მრავალწლიანი პრაქტიკა, გამოცდილება და ჩატარებული კლინიკური კვლევები ამტკიცებს მის უსაფრთხოებას;

  • სუპრასტინის გამოყენება ძალიან ეფექტურია ქავილით მიმდინარე ინფექციური დაავადებების დროსაც, მაგალითად, როგორიცაა ჩუტყვავილა;

  • არ დაივიწყოთ — თუ ჭინჭრის ციება არ გადის 24–48 საათში, ან მიმდინარეობს ძლიერი შეშუპებით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ალერგია შეიძლება მოულოდნელი იყოს, მაგრამ მისი მართვა შესაძლებელია სწორი პრეპარატითა და დროული მოქმედებით.

სუპრასტინი — გამოცდილი და სანდო მოკავშირე ალერგიასთან ბრძოლაში!